მე მინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყოს ახალი თაობის მოსამართლე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და უპასუხებს საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიხეილ ჩინჩალაძემ განაცხადა.მიხეილ ჩინჩალაძემ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა და განაცხადა, რომ "თითიდან გამოწოვილ" ბრალდებებს არაერთხელ გასცა პასუხი.