ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის გარდაცლილი ტყის მცველის ოჯახს ღირსების ორდენი გადაეცა. კახაბერ ყურაშვილი მიმდინარე წლის თებერვალში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ბრაკონიერებმა მოკლეს. კახაბერ ყურაშვილი 2010 -2011 წლებში შიდა ქართლის სატყეო სამსახაურის, გორის სატყეო უბნის, ხოლო 2013 წლიდან 2017 წლამდე კასპის სატყეო უბნის ტყის მცველად მუშაობდა.