04:20
1 აგვისტო, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
BP-ს შოტლანდიის სანაპიროსთან 2,9-გიგავატიანი ქარის ენერგოსადგურების დადგმა სურს
21-07-2021

ნავთობისა და გაზის ბრიტანული კომპანია BP მწვანე ენერგეტიკის სტრატეგიის გამოცდის წინაშე დგას.

Bloomberg-ის ცნობით, ზღვის ფსკერის ათვისების უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო აუქციონზე, BP-მა საპარტნიორო ხელშეკრულება გერმანულ ენერგეტიკულ კომპანია Energie Baden-Wuerttemberg (EnBW)-სთან გააფორმა. BP-ს სურს, მოიპოვოს უფლება, რომ შოტლანდიის სანაპიროსთან 2,9 გიგავატის ენერგეტიკული სიმძლავრის ქარის სადგურები დადგას.

წლის დასაწყისში ორივე კომპანიამ უელსისა და ინგლისის სანაპიროებთან საზღვაო ფსკერის ათვისებაზე კონკურსი მოიგო. კონკურსში BP ყველაზე მეტი ინვესტიციით დაწინაურდა.

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები