BP-ი ნავთობქიმიურ ბიზნესს ყიდის. კომპანია აღნიშნულ გარიგებაზე უკვე შეუთანხმდა ბრიტანელი მილიარდერის ჯიმ რატკლიფის კუთვნილ კომპანიას Ineos-ს. ეს უკანასკნელი BP-ს ბიზნესს 5 მილიარდ დოლარად შეიძენს. შესაბამისად, BP ტოვებს სექტორს, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოესი ათწლეულების განმავლობაში ნავთობზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი გახდება.
როგორც Reuters-ი წერს, ეს მოულოდნელი ნაბიჯი ასევე ნიშნავს, რომ BP-მა მიაღწია მიზანს, რაც გულისხმობს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების გაყიდვას. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებდა, ის ამ აქტიების გაყიდვით BP-ს დაბალი ნახშირბადის ენერგიაზე გადასვლისთვის ამზადებს.ახალი გარიგების თანახმად, Ineos-ი 400 მილიონი დოლარის დეპოზიტს განათავსებს, 3 მილიარდ 600 მილიონ დოლარს გარიგების დასრულების შემდეგ გადაიხდის, ხოლო 1 მილიარდ ევროს ეტაპობრივად, განვადებით დაფარავს.