13:16
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი, აფხაზეთს აღიარებდა?! - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე
02-12-2021

მიხეილ სააკაშვილმა იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი ნიჭიერია - ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი.

„ე.წ. პიჯაკების საქმეში უმძიმესი კორუფციული დანაშაულებია. მათ შორის, წავიკითხე, რომ ის შვილთან დაკავშირებით საუბრობდა და იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი ნიჭიერია. ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი! მას უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზეც“,- აღნიშნავს კობახიძე.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „დავით აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში, ამასთან ის პუტინის ტყვეობაში იმყოფება და რუსული პროკურატურის და სასამართლოს წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, კობახიძე პასუხობს: „თქვენ თუ ხვდებით რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს კაცი?! არ შემიძლია ამაზე მეტი კომენტარი გავაკეთო".

კობახიძემ სააკაშვილის განცხადებაც შეაფასა, სადაც თქვა, რომ სახელმწიფოს ფული დაიხარჯა, რათა არ მომხდარიყო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ლეგიტიმაცია.

აღნიშნულზე კობახიძე დასძენს: „ამისთვის აფინანსებდა შვილის სკოლის ხარჯებს? კოსტიუმები და პიჯაკები მაგიტომ იყიდა? ბოტოქსი მაგიტომ დასჭირდა?! ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი აღიარებდა აფხაზეთს?!“

ამასთან, მან „ინტერ რაოს“ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულზე მკაფიო პასუხი აქვს კახა კალაძეს, 9 მლნ-ის გაფლანგვაზე კი სააკაშვილის მხრიდან „პასუხი ვერ მოვისმინეთ“.

AutoPlay
ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი "ქართული ოცნების" დეპუტატის უკონკურენტოდ ტენდერების მოგებას აპროტესტებს
გამოქვეყნდა 13 წუთის წინ
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - სინოპტიკოსების პროგნოზი
გამოქვეყნდა 14 წუთის წინ
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი, სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა
გამოქვეყნდა 17 წუთის წინ
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გამოქვეყნდა 17 წუთის წინ
პატრულის მიერ ნაცემი არასრულწლოვანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება
გამოქვეყნდა 18 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
gaga
02-12-2021
შვილის სწავის საფასური, კოსტუმების საფასური და სხვა ასეთი ხარჯებიც რომ კანონიერად აქვს ბიუჯეთის ხარჯებში ასახული და ბიუჯეთში შემოსვლამდე არ აქვს შეჭმული, როგორც სხვა თანამდებობის პირები აკეთებენ, სწორედაც ამიტომა საკაშვილი დასაფასებელი. პრეზიდენტის ნიჭიერი შვილის სწავლის გადასახადი რომ ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს ამაში ორი აზრი არ არსებობს. პრეზიდენი იმაზე არ უნდა კარგავდეს დროს რომ რაღაც დამატებითი სამუშაო გამოძებნოს თავისუფალ დროს და შვილის სწავლის საფასური გამოიმუშაოს!
სხვა სიახლეები