სასტუმრო „რედისონთან“ მოქალაქეების ერთი ნაწილი მეორეს დაუპირისპირდა. ისროდნენ კვერცხებს და ბოთლებს. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, პროტესტს, რომელიც სერგეი გავრილოვის წინააღმდეგაა მიმართული, გარკვეული პარტიის წარმომადგენლები სათავისოდ გამოიყენებენ და მისი პოლიტიზირება მოხდება.აღნიშნულმა მოქალაქემ აქციის მონაწილეთა ნაწილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ტერიტორია მანქანით დატოვა.