"ბოსტონ სელტიკსის" ლეგენდა ჯონ ჰავლიჩეკი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰავლიჩეკი ბოსტონელების ღირებას 1962-78 წლებში იცავდა. იგი გუნდთან ერთად ნბა-ს ჩემპიონი რვაჯერ გახდა. 1974 წლის ფინალების საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ყველა ვარსკვლავის მატჩში კი მონაწილეობა 13-ჯერ მიიღო. ჰავლიჩეკი საშუალოდ კარიერაში ერთ შეხვედრაში 20.8 ქულას, 6.3 მოხსნას, 4.8 პაას და 1.2 ჩაჭრად აგროვებდა. "ბოსტონის" ისტორიაში ჰავლიჩეკი ქულებით და ჩატარებული მატჩის რაოდენობით გუნდის ლიდერია. ჯონს 26 395 ქულა აქვს ჩაგებული.