ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო ძაღლი რობოტის, რომელსაც შეუძლია ადამიანის იერიშის მოგერიება და კარის დამოუკიდებლად გაღება. რობოტს რმელიც Boston Dynamics-მა დაამზადა, SpotMini ქვია და 30 კილოგრამს იწონის. როგორც ამბობენ, რობოტი შექმნილია იმისთის, რომ ადამიანებს სახლის საქმესთან გამკლავებაში დაეხმაროს. იდეის ავტორების თქმით, ეს არის სახლის ასისტენტი , რომელსაც შეუძლია სხვადასხვა დავალების შესრულბა და თავისი პატრონისთვის ნივთების მიტანა. რობოტს შეუძლია სხვადსხვა ზომის ნივთების აღება და მეპატრონისთვის მიტანა, რაც ბრძოლის ველისთვის დამზადებულ რობოტებს არ შეუძლიათ. რობოტის ახალ ვერსიას სახლში, ნებისმიერ ზედაპირზე შეუძლია გადაადგილება, კიბეებზე, სრიალა იატაკზე ან შენობის შესასვლელში. გარდა ამისა, რობოტის დამატებითი ფუნქციებია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსება , ნაგვის გატანა ან მეპატრონისთვის სასმლის მიტანა. გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს რობოტი ძაღლი როგორ აღებს კარს და იჭერს მას თავისი კოლეგა რობოტისთვის, რაც მეცნიერების თქმით რობოტიკის განვითარებაში ერთ-ერთი დიდი მიღწევაა. მათი უნარი გაიმეორონ ადამიანის მოქმედებები საშუალებას აძლევს რობოტებს ჭკვიანურად მოახდინონ ნივთების მანიპულაცია და გადაადგილდნენ სხვადსხვა ლანდშაფთზე. თუმცა როგორც ამბობენ, რობოტული ძაღლი ადამიანების უმეტესობაში შიშს უფრო იწვევს ვიდრე აღტაცებას.