საქართველოდან ექსპორტირებული ბოსტნეულის რაოდენობა გაიზარდა. „საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ქვეყნიდან სულ 7 მილიონ 477 ათას 600 დოლარის ბოსტნეული გავიდა, მაშინ როდესაც 2018 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 7 მილიონ 332 ათას 300 დოლარი იყო.
მიმდინარე წლის 1-ელ ხუთ თვეში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით, ახალი ან შეყინული სხვა ბოსტნეული გაყიდა, რომლის ექსპორტმაც 4 მილიონ 94 ათასი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე მილიონ 335 ათასი დოლარით ახალი ან შეყინული პომიდორი გავიდა. მესამე ადგილზე კი ახალი ან შეყინული კარტოფილია, რომლის ექსპორტმაც 702 ათას 600 დოლარი შეადგინა.
მეოთხე ადგილი 670 ათას 700 დოლარით ახალ ან შეყინულ კიტრსა და კორნიშონს უკავია. ხუთეულს კი გამხმარი თავიანი ხახვი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული ამთავრებს, რომლის ექსპორტმაც 390 ათას 700 დოლარი შეადგინა.