ბოსნიელი ხორვატების ყოფილი გენერალი სლობოდან პრალიაკი კალიუმის ციანიდის მოქმედებით გამოწვეული გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ამის შესახებ ნიდერლანდების გენერალური პროკურატურა იუწყება.„ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის წინასწარი შედეგები პრალიაკის სისხლში კალიუმის ციანიდის კონცენტრაციაზე მეტყველებს“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.ამასთან, გამოძიება არკვევს, საიდან აღმოაჩნდა პრალიაკს ქიმიური ნივთიერება და როგორ შეიტანა მან შხამი სასამართლოს შენობაში უსაფრთხოების მკაცრი ზომების მიუხედავად.