გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი დრამატულად გაიზარდა, რის გამოც ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს. „საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობენ“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“. მიმდინარე მონაცემებით, მხოლოდ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების 3-ჯერ მეტი მოთხოვნაა თავშესაფრის მინიჭებაზე, ვიდრე ეს უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე იყო"- წერს Deutsche Welle. გამოცემის ცნობით, 2017 წლის იანვრიდან მარტამდე ანუ უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე თავშესაფრის მინიჭებაზე 601 განაცხადი იყო შეტანელი. გამოცემა შპიგელი კი წერს რომ საქართველში ხელფასი დაახლოებით 280 ევროს ექვივალენტურია, როდესაც გერმანიაში ის საშუალოდ 3300 ევროს შეადგენს. 2018 წლის ამავე პერიოდში კი- 1771. უფრო რთული ვითარებაა იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროკავშირმა შესაძლოა შეჩერების მექანიზმზე მსჯელობა დაიწყოს. პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა. პრობლემად ასევე დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობაც. ქართველების მორიგი დეპორტაცია გერმანიიდან, შემდეგ კვირას ჩაინიშნა.