ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, ნახანძრალი ტყის აღდგენის საშემოდგომო სამუშაოები დასრულდა. 2018–2019 წლებში აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, 144 ჰექტარ ფართობზე 280 ათასზე მეტი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნეგრი დაირგო. 2020 წლიდან ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ 106 ჰექტარ ფართობს აღადგენს.