ბორჯომში სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით განვლილი 5 წლის შედეგებს, მიღწევებსა და გამოწვევებს განიხილავს.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, 2020 წელი არის განსაკუთრებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკისათვის. წელს ფასდება განვლილი 5 წლის შედეგები და იგეგმება სახელმწიფოს ახალი პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. მინისტრის თქმით, უწყება ცდილობს, რომ იყოს თვითკრიტიკული თუმცა ობიექტური ვინაიდან შეუძლებელია ეფექტური პოლიტიკის დაგეგმვა და წარმართვა, თუ სამინისტროს არ აქვს არსებულ ვითარებაზე ობიექტური ინფორმაცია.