ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებს აგრძელებს. სააგენტო სანიტარულ ჭრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რომლის დანიშნულება დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღებაა. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელი დაავადებების გავრცელებას. ასევე, სპეციალისტების მიერ, ხორციელდება ტყის აღდგენითი ღონისძიებები.