ბორჯომში 1899 წელს აშენებული ჰიდროელექტროსადგურის აღსადგენად ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გადასახადების გარეშე – 90 000 ლარია. სატენდერო პირობების თანახმად, აღდგენილი ჰიდროელექტროსადგური ორმაგ ფუნქციას შეასრულებს: პირველი, როგორც მუზეუმი და მეორე, როგორც თანამედროვე ჰიდროელექტროსადგური.
ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი 31 აგვისტოს დასრულდება. ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ყოფილ რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი უძველესი ჰიდროელექტროსადგურია, ექსპულატაციაში 1899 წლის 15 იანვარს შევიდა.