ბორჯომის გამგებელი ვარაუდობს, რომ ხანძრის ძირითადი კერები დღის ბოლოსთვის ჩამქრალი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა, ამჟამად მეხანძრე- მაშველები როგორც მძიმე ტექნიკით, ასევე ვერტმფრენის დახმარებით განაგრძობენ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს. გამგებლის თქმით, ღამის საათებში ვერტმფრენი შეწყვეტს მუშაობას, თუმცა მორიგე ჯგუფები მთელი ღამე იმუშავებენ.
იხილეთ: ვერტმფრენი სტიქიის ზონაში: ახალი კადრები ბორჯომის ტყის ხანძრიდან