სინოპტიკოსების პროგნოზით, ბორჯომის ხეობაში დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, - ამის შესახებ პალიტრანიუსს გარემოს ეროვნული სააგენტოს სინპოტიკოსმა მაია თააძემ განუცხადა. მისივე თქმით, როგორც გათვალისწინებული იყო, გუშინდელმა ღამემ ბორჯომის ხეობაში უნალექოდ ჩაიარა. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის მეორე ნახევარში ღრუბლიანობა მოიმატებს და დაახლოებით,17:00 საათიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.