ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) 65 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც "პალიტრანიუსს" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, ეპისკოპოსს სხვა თანმხლებ დაავადებასთან ერთად კორონავირუსი ჰქონდა.
„დღეს დილით გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა და ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, კორონავირუსიც ჰქონდა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, ლაზარე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსად დანიშვნამდე, გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი იყო. ის ეპისკოპოსად 2014 წლის 11 ივნისს აკურთხეს.