18 მაისს, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 2500 ნერგი დაირგო.აქცია ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა-განახლება წარმოადგენს. პროექტში „ბორჯომი“ უკვე მერვე წელია ჩართულია. ამ დღესვე, გაიმართა დაჯილდოება „ბორჯომის გმირი 2019“, რომელიც წელს გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ადამიანებს გადაეცათ, მათ, ვინც თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობს მწვანე გარემოს. დღემდე კამპანიის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ეგიდით 3 ჰექტარ მიწის ფართობზე 8700 ნერგია დარგული. წელს კი კომპანია კავკასიური ფიჭვის 2500 ნერგის დარგვას გეგმავს. „ბორჯომის“ მიზანია აღადგინოს ტყის საფარი ბორჯომში და ასევე, აქტიურად ჩართოს საზოგადოების წევრები ტყის აღდგენის პროცესში. IDS ბორჯომის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნიცა ჩოლოყაშვილმა.