ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამთენიისას კი ორმა ვერტმფრენმა მუშაობა განაახლა.
ამ ეტაპზე სამუშაოებში ჩართულია ორი ვერტმფრენი - საქართველოსა და აზერბაიჯანის. ადგილზე მობილიზებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 320-მდე მეხანძრე მაშველი და ასევე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა.