ბორჯომში, სოფელ დაბასთან, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 500 მაშველი და სპეციალური დანაყოფია ჩართული.
ამ წუთებში ადგილზე მუშაობს 2 ვერტმფრენი - ერთი ქართული და ერთი აზერბაიჯანული.ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი დავალებით ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.