ბორჯომის ტყე-პარკის აღსადგენად შესაძოა სპეციალური ფონდი შეიქმნას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ძალიან დიდია. მისივე თქმით, ხანძრის ლიკვიდირებისთანავე დაიწყება მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს ბორჯომის უნიკალური ტყე-პარკის აღდგენა. როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, ამ მიზნით შესაძლოა სპეციალური ფონდიც შეიქმნას.პრემიერის განმარტებით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას მანამ, სანამ არ დასრულდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.