ბორჯომის ხეობაში, ნახანძრალ ტერიტორიებს ქართველ სპეციალისტებთან ერთად ამერიკელი სპეციალისტებიც შეისწავლიან. შესაბამისი მიზნით საქართველოში აშშ-ის სატყეო სამსახურის ექსპერტები - ენდრიუ ბოუერი და დენა ბატლერი ჩამოვიდნენ. როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ განაცხადა, ეს არის ამერიკის მთავრობის ერთიანი დახმარების განუყოფელი ნაწილი საქართველოსთვის.