ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტერიტორიაზე სპეციალურმა კომისიამ საველე გასვლა განახორციელა. ხანძრით დაზიანებული ტერიტორიები კომისიამ დეტალურად შეისწავლა და ხანძრით მოცული ტერიტორიის ზუსტი ფართობი დაადგინა . შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება დასკვნები და რეკომენდაციები ტყის აღდგენის დაწყების პროცესებზე. ბორჯომის ხეობაში ხანძარი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გაჩნდა, ხანძრის ქრობის პროცესი 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წინასწარი მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰა-სშეადგენს.