ბორჯომის ხეობაში, 2008 – 2017 წლებში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე, ტყის მოვლა - აღდგენის პროექტის ფარგლებში, შუალედური მონიტორინგი მიმდინარეობს. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის დაასრულა. 144 ჰა ფართობზე 35 ათასამდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რის შემდეგაც ნარგავების მოვლის სამუშაოები გაგრძელდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ დაბაში, ნახანძრალ ტყეში დარგვის სამუშაოებს შემოდგომაზე განაახლებს. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.