"ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენითი სამუშაოების საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად სპეციალური ანგარიშები გაიხსნა", - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. ბოლო დღეების განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენის პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს, როგორც ბიზნესის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, ისე მოქალაქეებმა. უკვე დაიწყო რამდენიმე სოციალური კამპანიაც.ამასთან, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, გაიხსნა სპეციალური ანგარიშები, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.