ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე 6 ვეტმფრენი მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 120-მდე მეტყევე, 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს ეხმარებიან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ბელორუსიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.
ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდგომ ეროვნული სატყეო სააგენტო დაუყონებლივ დაიწყებს ტერიტორიის შესწავლას, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება განსახორციელებელი ღონისძიებები- აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.