ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დამატებითი ტექნიკა თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩაერთვება, - ამის შესახებ სოფელ დაბაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ცეცხლის ყველა კერაზე გაგზავნილნი არიან მეხანძრე-მაშველები.