ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში ღონისძიება "კავშირი ბუნებასთან" გაიმართა. პროექტში ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოეწყო ეკოსაგანმანათლებლო ტური, ბავშვებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად პრაქტიკულად შეასრულეს ველზე რეინჯერის, ფერმერის და ბუნებრივი სპეციალისტების როლი. პროექტი აშშ-ს მშვიდობის კორპუსის დაფინანასებით ჩატარდა.