სოფელ არდაგანთან ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან გადავიდა. უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. რკინიგზაზე მოძრაობა აღდგენილია. მომხდარის გამო, არავინ დაშავებულა. ე.წ. კუკუშკას რელსებიდან გადასვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.