თბილისში 31 აგვისტოს, "დინამო არენაზე", შოტლანდიის ეროვნული ნაკრებთან ისტორიულ ტესტამდე ოთხი დღით ადრე, ჩვენს დედაქალაქს სამხრეთაფრიკული ფრანჩაიზი "საუზერნ კინგსი" ეწვევა და "ბორჯღალოსნებთან" მატჩს გამართავს. 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე მილტონ ჰეიგის შეგირდებს სამი ტესტ-მატჩი უნდა გაემართათ. შოტლანდიასთან შინ და გასვლაზე გასამართ შეხვედრებამდე საქართველოს რუსეთის ნაკრებთან უნდა ეთამაშა, მაგრამ მეტოქემ "მსოფლიო რაგბის" მიერ დანიშნული შეხვედრა გააუქმა. რაგბის კავშირმა ალტერნატივად საუზერნ კინგსი /შეარჩიეს, რომელსაც ქართველი მორაგბეები მიხეილ მესხზე 27 აგვისტოს, 19 საათზე დაუპირისპირდებიან.