კრასნოდარში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 22:6 დაამარცხა. უკვე მე-8 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გამოიყენა და ქართველები დააწინაურა, რომელსაც 31-ე წუთზე რუსებმა ასევე ჯარიმით უპასუხეს. ტაიმის ბოლოს რუსებმა თამაშის წესი მრავალჯერ დაარღვიეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, ტაიმი კი 10:3 დასრულდა. მეორე ტაიმი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა. ქართველებმა 2 ლელოს დადება მოახერხეს, მეტოქემ კი მხოლოდ 1 საჯარიმო დარტყმა გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 22-6 დაფიქსირდა. რაგბი ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია, რომლის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ გახდა.