რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთის ფედერაცია ანგარიშით 22-ით 6 დაამარცხა.. მატჩი კრასნოდარში, გაიმართა პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 10:3 მოიგეს. მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ანგარიში 22:6 დააფიქსირეს. 1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა 22-ჯერ ითამაშეს და რუსებმა მხოლოდ პირველი შეხვედრა მოიგეს, 1993 წელს სოპოტში (პოლონეთი) 15:9, ერთხელ კი, 17 წლის წინ (2002 წელი) თბილისში ფრედ ითამაშეს. დანარჩენი მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება წლევანდელ „რაგბი ევროპას“ "ბორჯღალოსნებმა" ხუთივე მატჩი მოიგეს და ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ.