რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს 24:10 მოუგეს. თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო, მე-8 წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, თუმცა ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და მე-14 წუთზე გორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა. 23 ე წუთზე ესპანელებმა საპასუხო ლელოს დადება მოახერხეს, თუმცა დაახლოებით 7 წუთში ჩილაჩავამ მეტოქე კიდევ ერთხელ დაამწუხრა და ანგარიში კვლავ გაზარდა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე ზეწოლა უფრო გააძლიერა და 2 ლელოს დადება მოახერხა, სანაცვლოდ კი ერთი მიიღო. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა პირენეელები 24-10 დაამარცხეს და მომდევნო მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ. 2 მარტს საქართველოს ნაკრები ბრიუსელში ბელგიას დაუპირისპირდება.