საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშებისთვის იაპონიაში ჩავიდა. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთე მსოფლიო თასს (2003 წლიდან) თამაშობს და მიზნად ოთხი წლის წინ ნაჩვენები შედეგის გამეორება დაისახა , რაც მინიმუმ ორი თამაშის მოგებას ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ პლანეტის 20 საუკეთესო გუნდი პირველობისთვის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იბრძოლებს. ისინი ოთხ 5-გუნდა ჯგუფში არიან განაწილებული, საიდანაც ორ-ორი მოწინავე თასის მეოთხედფინალში გადის, დანარჩენები კი ტურნირს ასრულებენ. ჯგუფების ოთხივე მესამეადგილოსანი, თასის მეოთხედფინალისტებთან ერთად, 4 წლით ადრე იბევებს 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს.