საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ გერმანიის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 21:3 ამარცხებს.„ბორჯღალოსნებმა“ უპირატესობა თამაშის საწყის ეტაპზევე მოიპოვეს და მეორე წუთზე მირიან მოდებაძის ლელოთი და გელა აფრასიძის გარდასახვით ანგარიშით 7:0 წინ გავიდნენ. ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს. ლელოები ლაშა ხმალაძემ და შალვა მამუკაშვილმა გაიტანეს. ორივე შემთხვევაში გარდასახვა უშეცდომოდ გელა აფრასიძემ შეასრულა. გერმანელებმა „ბორჯღალოსნებს“ მხოლოდ სამ ქულიანი ჯარიმით უპასუხეს.რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ფარგლებში ქართველი მორაგბეები გერმანიის ნაკრებს მასპინძლობს. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ მიმდინარეობს.რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, "ბორჯღალოსნებმა" მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის სამივე შეხვედრა მოიგეს - კლუჟში რუმინეთთან 18:9, თბილისში ესპანეთთან 24:10 და ბრიუსელში ბელგიასთან 46:6, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.გერმანელებმა კი აქამდე ჩატარებული სამივე მატჩი წააგეს - ბელგიასთან ბრიუსელში 22:29, ბოტოშანში რუმინეთთან - 10:38 და ჰაიდებერგში რუსეთთან - 18:26. სამი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრები 1 ქულით სატურნიროცხრილის ბოლო, მე-6 ადგილს იკავებს.