ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა - Palitra News

ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-03-27 15:24:30+04:00

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის სიმპტომები გამომივლინდა და ტესტის გაკეთების შემდეგ ვირუსი დამიგინდა. ამჟამად თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით პრემიერ-მინისტრის მოვალებას დისტანციურ რეჟიმში ისევ შევასრულებ" - დაწერა ჯონსონმა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.