დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მედიის ცნობით, გოუვის გათავისუფლება იმ ფონზე მოხდა, როდესაც მან ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ არ აპირებს, გადადგეს მთავრობის მეთაურის პოსტიდან.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ 42-მა პირმა დატოვა ბრიტანეთის მთავრობა.