ბორის ჯონსონმა ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები დანიშნა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბორის ჯონსონი იბრძვის პოლიტიკური გადარჩენისთვის მას შემდეგ, რაც მისი მთავრობის ორმა მნიშვნელოვანმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ამასთან, BBC-ი წერს, რომ ბორის ჯონსონს დღეს დეპუტატებთან დაგეგმილ შეხვედრაზე წნეხის ქვეშ მოქცევა ელოდება.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა საჯიდ ჯავიდმა და რიში სუნაკმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გაკეთეს. გადაწყვეტილების მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრიათ, თუმცა მათი გადადგომის წერილები ბორის ჯონსონის მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო.