09:34
30 ივლისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არტTIME
ბორის ჯონსონის მეუღლემ კერი საიმონდსმა საქორწინო კაბა 45 ფუნტად იქირავა
06-06-2021

საერთაშორისო პრესა მოიცვა სიახლემ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ქორწინების შესახებ. ბორისის რჩეული 33 წლის კერი საიმონდსია. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მიწვეულ სტუმართა რაოდენობა ოცდაათს არ აჭარბებდა. ჯონსონის რჩეულს, ბერძენი დიზაინერის, Christos Costarellos-ის კაბა ეცვა, რომლის ღირებულება მხოლოდ 300 ფუნტს შეადგენს. ამასთან ერთად, როგორც მოდის გავლენიანი გამოცემები წერენ, საიმონდსმა საქორწინო კაბა კი არ შეიძინა, არამედ იქირავა, რაც სულ რაღაც 45 ფუნტი დაუჯდა. სიახლის გავრცელების შემდეგ, ბრიტანეთში გასაქირავებელი ტანისამოსის უმსხვილესი პლატფორმის, Hurr-ის საიტზე, საქორწილო კაბების ვიზიტორების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. როგორც პლატფორმის თანადამფუძნებელმა, ვიქტორია ფრეიუმ აღნიშნა, 2021-2025 წლებში, გაქირავებული სამოსის ბიზნესი 990 მილიონ ფუნტს მიაღწევს და ამ პროცესში, კერი საიმონდსის კაბაც აღსანიშნ წვლილს შეიტანს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები