გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში შეჭრით ნატო-ს გაფართოებას ხელს შეუშლიდა, თუმცა ეს სრულიად არასწორი აღმოჩნდა.
მისი თქმით, მადრიდში მიმდინარე სამიტი ისტორიულია სხვადასხვა თვალსაზრისით და შეხვედრის დროს განიხილავენ რა შეიძლება ალიანსმა გააკეთოს უკრაინელების მხარდასაჭერად და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ნატო-მ გადახედოს თავის პოზიციას აღმოსავლეთ ფლანგზე.
„ის, რასაც ახლა ვაპირებთ, არის საუბარი იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც ალიანსმა უკრაინელების მხარდასაჭერად, ასევე რა გვჭირდება ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ვფიქრობთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებულ გაკვეთილებზე და ასევე საჭიროებაზე, რომ ნატო-მ გადახედოს თავის პოზიციას აღმოსავლეთ ფლანგზე“, - აღნიშნა ჯონსონმა.