დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს სჯერა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. ამის შესახებ ბორის ჯონსონი ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.
ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარებაც დააანონსა.