00:38
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბორის ჯონსონი - ქვეყნის გახსნაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა
06-02-2021

მიმდინარე კვირაში პროგრესი შეიმჩნევა, ვაქცინაციის პროცესი მაღალი ტემპით მიმდინარეობს, უკვე 10.9 მილიონი ადამიანი ავცერით, თუმცა ქვეყნის გახსნა საუბარი ჯერ კიდევ ადრეა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. “22 თებერვლის გეგმის წარმოდგენას ვაპირებ, თუ როგორ ვგეგმავთ ქვეყნის გახსნას, რომელსაც, როგორც იცით, დარწმუნებული ვარ, სკოლების გახსნით დავიწყებთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს 8 მარტიდან მოხდება,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა. მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, ამიტომ მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გახსნაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ჩვენს საავადმყოფოებში ახლა იმაზე ორჯერ მეტი კოვიდინფიცირებული იმყოფება, ვიდრე პიკის დროს, აპრილში იყო. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ ეს შევამციროთ. დარჩით სახლში, დაიცავით „ჯანდაცვის ეროვნული სამსახური“ და გადაარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე,“- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები