დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კორონავირუსით დაინფიცირების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით, სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი შეასრულებს.
"კვირას საღამოდან პრემიერ-მინისტრი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ლონდონში, საავადმყოფოში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის სიმპტომებით იქნა შეყვანილი. დღის მეორე ნახევარში, პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა გაუარესდა და მისი სამედიცინო გუნდის რჩევით, საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს", - ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, პრემიერზე შესანიშნავად ზრუნავენ და ბორის ჯონსონი მადლობას უხდის ექიმებს შრომისმოყვარეობისა და თავდადებისთვის.