17:33
3 დეკემბერი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბორის ჯონსონი - გაერთიანებული სამეფოსა და რუსეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი სირთულეები არსებობს
26-10-2021

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა გარკვევით აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოსა და რუსეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ორმხრივი სირთულეები არსებობს, მათ შორის 2018 წელს სოლსბერიში მომხდარ მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტის მნიშვნელობას“, - განაცხადა დაუნინგ სტრიტის პრესსპიკერმა სატელეფონო საუბრის შემდეგ.

კრემლის ინფორმაციით კი ორმა ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და "გამოთქვეს საერთო აზრი, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად მოსკოვმა და ლონდონმა რიგ სფეროებში თანამშრომლობა უნდა დაამყარონ“.

კრემლის ცნობით, მხარეები „საუბრისას განხილულ საკითხებზე აუცილებელი კონტაქტების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ“.

AutoPlay
არ ვიცი, რომელ პარტიას წარმოადგენთ, თქვენი გვარი და სახელიც დღეს გავიგე - აცდით შხამს - თეა წულუკიანი პაატა მანჯგალაძეს
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1210 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 17 წუთის წინ
დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს! - თეა წულუკიანი სალომე სამადაშვილს
გამოქვეყნდა 49 წუთის წინ
თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება - ლიზა იასკო
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ის ვინც აუპატიურებდა პატიმარს, არის გამაუპატიურებელი და ის ვინც კლავდა, არის მკვლელი - ერთ-ერთი ახლა გალიიდან გველაპარაკება - თეა წულუკიანი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები