ბრიტანეთი უკრაინისთვის მორიგ დახმარების პაკეტს ამზადებს. გაერთიანებული სამეფო ქვეყანას დამატებით 300 მილიონი ფუნტის ღრებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. აქამდე, ბრიტანეთმა უკრაინას 5000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და ხუთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ასევე საბრძოლო მასალები და ასაფეთქებელი ნივთიერებები გაუგზავნა.