მულტიაპლიკაცია Bolt-მა თავის ისტორიაში დაფინანსების ყველაზე დიდი რაუნდი გამოაცხადა, რომელშიც კომპანიამ 628 მლნ ევრო მიიზიდა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც უკრაინული პორტალი Новое Время ავრცელებს. მათივე ცნობით, Bolt-ის ღირებულება 7,4 მლრდ ევრომდე გაიზარდა.
მიზიდულ თანხას კომპანია თავისი პროდუქტების შემდგომი მასშტაბირებისთვის გამოიყენებს. ასევე, დაჩქარდება ქალაქებში კერძო მანქანებიდან car-sharing-ზე, მანქანების გაზიარების სერვისზე გადასვლა.
Bolt-ის პროდუქციას 45 ქვეყანაში, 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. კომპანიას არა მხოლოდ ტაქსის, არამედ ელექტრო სკუტერების გაზიარების, მანქანების Bolt Drive sharing-ის, რესტორნებიდან საკვების მიწოდება Bolt Food-ისა და მაღაზიებიდან 15 წუთში სურსათის მიტანის Bolt Market-ის სერვისებიც აქვს.