სპორტის სასახლესთან ”ბოლტ ფუდის” კურიერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციას სოლიდარობის ნიშნად "ვოლტისა" და "გლოვოს" კურიერებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები დაბალ ტარიფებს და საბონუსე სისტემის გაუარესებას აპროტესტებდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. კურიერების ინფორმაციით, გუშინდელი აქცია "ბოლტის” ოფისთან გაიმართა, რის გამოც სამსახურიდან 25-მდე ადამიანი დაითხოვეს.