ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა. ამერიკელი დიპლომატი წუხს, რომ კანონმდებლობაში არ მოხვდა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, რომელიც ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მისცეს. აშშ-ს ელჩი იმედოვნებს, რომ ამ საკითხებს მომავალში მიექცევა ყურადღება.