თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს, ნიკა და ლუკა ცანავებს ეძებენ. როგორც ჩვენთან საუბარში, ტყუპების ძმამ, ბაკურ ცანავამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან ინტენსიურად დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.